Wednesday, April 13, 2016

მეოთხე დღე

დღეს ვნახეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები,ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. განვიხილეთ თითოეული ტიპის კითხვა, განვასხვავეთ ზოგადი და თემატური კითხვები გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების, წერის რჩევების დოკუმენტს.კითხვები დავწერეთ ღრუბლებში გავუზიარეთ ტრენერს მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან და ჯგუფისაგან.

დღე მერვე

დღეს გავწერეთ დიფერენცირებული სწავლება. გეგმა შევავსეთ ბოლომდე.ავტვირთეთ ღრუბლებში.

დღე მეშვიდე

დღევანდელ დღეს დავწერეთჩვენს მიერ შერჩეულ შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი,ანუ რა მიზნით და დროს ვიყენებთ.გადავწერეთ სასწავლო პროცედურები, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის მოკლე სცენარი.

დღე მეექვსე

დღეს ჩვენ განვიხილეთ შეფასების ფორმები. ადაპტირება გავუკეთეთ პრეზენტაციის ჩეკლისტს და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. გადავწერეთ შინაარსობრივი კრიტერიუმები.შევინახეთ ჩეკლისტი შეფასების საქაღალდეში.ჩეკლისტის საფუძველზე შევქმენით  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის სახით.

დღე მეხუთე

 განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ შეფასების 5 სტრატეგია.განვიხილეთ თითეულ სტრატეგიაში აღწერილი შეფასების მეთოდები და ინტერესები. ამოვაჩიეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო  მეთოდები და ინსტრუმენტები, შევავსეთ შეფასების დროს ჩარჩო.

Saturday, March 26, 2016

პირველი დღე

  1.   გავეცანი ინტელის კურსის  მიზანს, ხანგრძლივობას. მომეწონა, რომ არის ერთი მთლიანი წიგნი, სადაც თავმოყრილია ისეთი ინფორმაცია, რაც გამიადვილებს პროექტის დაგეგმვას. დეტალურად გავიარე სტანდარტი, მიზანი და აქტივობა. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.

მესამე დღე

ჩვენ მოვიძიეთ ჩვენი პროექტისათვის სტანდარტები და ინდიკატორები საიტიდან ncp.ge გადმოვიტანეთ ჩვენი გეგმის შაბლონში . ინდიკატორებიდან გამომდინარე გავწერეთ სასწავლო პროექტის მიზნები,რომლებიც განვიხილეთ ჯგუფში და შევიტანეთ გეგმაში.